ტრანსგენდერი ქალის ცემისთვის ბრალდებული სასამართლო დარბაზშივე დააკავეს
სამართალი - 17:15, 09 Nov, 2017     3607
ლგბტ პირის მიმართ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს - ამის შესახებ "ნიუპოსტს" საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის მიმართ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის გამო ჩადენილი ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) გათვალისწინებული შედეგი, ავთანდილ გ.-ს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისთანავე, ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზიდან აიყვანეს.

ბრალდებულმა სადავოდ არ გახადა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი, დაზარალებულის ლგბტ თემისადმი კუთვნილების გამო წარმოიშვა. სასამართლომ მიიჩნია, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ბრალდებულის მხრიდან ტრანსგენდერი ქალის ცემა, მიზნად ისახავდა დაზარალებულის მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით
120 დან - 140 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42