"მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" - ადვოკატი
სამართალი - 12:35, 08 Nov, 2017     9740
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ქართველი ადვოკატი დაკავებულის უკრაინელი უფლებადამცველზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

როგორც "ნიუპოსტს" მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, მეგის ქარდავა უკრაინის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე დსიტანციურად ჩაერთო, რადგან ნაცემია.

"უკრაინელი ადვოკატის ინფორმაციით მეგის ქარდავა არის ნაცემი. დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. ქარდავა პროცესზე ვერ მივიდა და ციხიდან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ჩაერთო. ადვოკატი ამბობს, დაკავებულის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება“, - განაცხადა ველიჯანაშვილმა.

სამხედრო პილიციის ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი, მეგის ქარდავას ექსტრადირებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ მისი დაცვისქვეშ მყოფი პირი "საქართველოში პოლიტიკურად იდევნება, შესაბამისად შესაძლებლობა დიდია, რომ უკრაინამ მის ექსტრადაციაზე უარი განაცხადოს".

"ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს სამართლის პრინციპებს, ვალდებულია უარი თქვას ექსტრადირებაზე, რადგან მეგის ქარდავა ხელისუფლების მხრიდან დადასტურებულად იდევნება"- განმარტა ადვოკატმა.

რაც შეეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაკავებულმა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ ჩვენება მისცა, ამ ფაქტს ველიჯანაშვილი არ ადასტურებს.

"სამართლებრივად, მეგის ქარდავა ჩვენებას სხვა სახელმწიფოში ვერ მისცემს. ჩვენი კანონმდებლობით საგამოძიებო მოქმედებები ტარდება საქართველოში, გამონაკლისს წარმოადგენს დისტანციურად დაკითხვა, თუმცა ამისთვის სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აესებობდეს. ქარდავას შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება არ არსებობს. შესაბამისად, მიმაჩნია რომ ეს ინფორმაცია არის სრული აბსურდი. თან როგორც ვიცი აღნიშნულ საკითხზე ქარდავას ოჯახმაც გააკეთა განცხადება და ეს ინფორმაცია უარჰყო"- დასძინა მეგის ქარდავას ქართველმა ადვოკატმა.

მეგის ქარდავა, ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ, უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში 1 ნოემბერს დააკავეს.

მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. ამას გარდა, ის ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება ქარდავას ბრალდების ხუთი სისხლის სამართლის საქმე: სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების, ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმეები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42