რატომ გაათავისუფლა პოლიციამ, ავარიამდე დაკავებული ბექა ხახუბია - შსს პირველ კომენტარს აკეთებს
სამართალი - 20:15, 05 Nov, 2017     2653
დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებულების ადვოკატი ნოდარ ცინცაძემ ამბობს, რომ "ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რატომ გაათავისუფლა ბექა ხახუბია, რომელიც ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე დაკავებული იყო".

ამ საკითხთან დაკავშრებით ,,ნიუპოსტი“ განმარტებისთვის შს სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშრდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე, ბექა ხახუბია გათავისუფლებული იქნა ხელწერილის საფუძველზე, ხოლო მასალები გადაიგზავნა სასამართლოში.

,,2017 წლის 17 მაისს, დაახლოებით 02:10 საათზე, ქალაქ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არასწორი მანევრირების დროს შეაჩერეს ავტომანქანა, რომელსაც ქალბატონი მართავდა. აღნიშნული გააპროტესტა ამავე ავტომობილში მჯდომმა, 1995 წელს დაბადებულმა ბექა ხახუბიამ და იგი დაკავებული იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე და 247-ე მუხლების თანახმად, პირის დაკავების და შესაბამისი ოქმის შედგენის შემდეგ, პოლიცია უფლებამოსილია, დაკავებული მოათავსოს დროებითი მოთავსების იზოლატორში საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის მიზნით ან თუ ამის ობიექტური საჭიროება არ არსებობს (არის საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ დაკავებული ითანამშრომლებს პოლიციასთან და გამოცხადდება სასამართლოში დანიშნულ დროს), გაუშვას დაკავებული. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დაკავების ოქმზე კეთდება სათანადო ჩანაწერი ან/და დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დგება ცალკე დოკუმენტი, პირი წერს ხელწერილს, რომელშიც მიეთითება, რომ მას განემარტა უფლებები და იგი გამოცხადდება სასამართლოში, რაც თან ერთვის დაკავების ოქმს.

სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე, ბექა ხახუბია გათავისუფლებული იქნა ხელწერილის საფუძველზე, ხოლო მასალები გადაიგზავნა სასამართლოში.

ცნობისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, მსგავსი პრაქტიკა დამკვიდრებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში. მხოლოდ ბოლო 1 თვის მონაცემებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ხელწერილის საფუძველზე, საქართველოში გათავისუფლებულია 25-ზე მეტი პირი.

2017 წლის 19 ივლისის ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მოსამართლის დადგენილებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება შეწყდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს იმ პირის გარდაცვალების გამო, რომლის მიმართ დაწყებული იყო საქმისწარმოება)." - განუცხადეს ,,ნიუპოსტს" უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42