"შსს-ს ჟურნალისტმა მკითხა, იღებდა თუ არა პავლიაშვილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, ვუპასუხე კი-მეთქი" - ნუცუბიძეზე მომხდარი შემთხვევის მთავარი მოწმე
სამართალი - 14:01, 03 Nov, 2017     2945
ნუცუბიძის ქუჩაზე, პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ნოდარ შანიძემ პროკურატურა დატოვა. როგორც მან ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებლებს კითხვები არა პავლიაშვილის საქმეზე არამედ კითხვები შეეხებოდა კონფლიქტს, მასსა და კონფლიქტის მონაწილე მეორე პირს, გიორგი კოპალიანს შორის.

„მე ჩხუბი მომივიდა გიორგი კოპალიანთან, ყველამ იცის, რომ ის ლოთია. გიორგი კოპალიანის გამო არაერთხელ მოსულა უბანში პატრული“, - განაცხადა ნოდარ შანიძემ.

რაც შეეხება პავლიაშვილის გარდაცვალების ღამეს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მოქმე ამბობს, რომ „ფსიქოტროპული მედიკამენტების შესახებ საუბარი შს სამინისტროს ჟურნალისტის მხრიდან წამოვიდა”.

„მკითხეს - იღებდა თუ არა ფსიქოტროპულ მედიკამენტებსო და ვუპასუხე კი-მეთქი“ - აღნიშნა შანიძემ.

ნოდარ შანიძე ამბობს, რომ რპაატა პავლიაშვილის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღების შესახებ 25 ოქტომბერს, ინციდენტის დღეს გაიგო. მისივე თქმით, ის რომ პაატა პავლიაშვილი იღებდა მედიკამენტებს, გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე თავად პავლიაშვილმა განუცხადა.

„მე სიტყვა „ფსიქოტროპული“ გავიგე 25 ოქტომერს, რას გადაეკიდეთ ამ წამლებს, ხანდახან მეც ვსვამ წამლებს-ხოლმე. როდესაც შსს-ს მივეცი ინტერვიუ იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, ისინი მეკითხებოდნენ, შემდეგ ჩართავდნენ კამერას, სადაც ვპასუხობდი. ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე მათ მკითხეს, ეს მე კი არ მომიგონია, მათი მხრიდან წამოვიდა საუბარი, იღებდა თუ არა მედიკამენტებსო და მე ვუთხარი კი-მეთქი“, - განაცხადა ნოდარ შანიძემ.

ცნობისთვის, სწორედ აშანიძის ვიდეო გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც შანიძე ყვებოდა, რომ გარდაცვლილი დამოკიდებული იყო ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42