პროკურორ ნათია სონღულაშვილის განცხადებით, “მეგის ქარდავას ექსტრადიცია, უკრაინის კანონმდებლობით, შესაძლებელია ერთ წლამდე გაგრძელდეს".
"ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რათა რაც შეიძლება უმოკლეს დროში, მეგის ქარდავა წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხადა სონღულაშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში.
პროკურორის თქმით, ვინაიდან ქარდავას უკვე მისჯილი აქვს ხუთ დამოუკიდებელ საქმეზე, წინასაექსტრადიციო ვადა პატიმრობის საერთო ვადაში ჩაეთვლება და იმ საქმეებზე, რომელთა განხილვაც მის დაუსწრებლად მიდიოდა აქმადე ქართულ სასამართლოებში, ქარდავას დასწრებით გაგრძელდება.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ, უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში გუშინ დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






