სასამართლომ ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
სამართალი - 17:59, 02 Nov, 2017     1997
ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრლადებულს, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

როგორც "ნიუპოსტს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებული ლუკა ჩ.-ს მიმართ და მას სასჯელის სახედ 7 წლით თავისუფლების აღვეთა განუსაზღვრა.

„საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 19 ოქტომბერს, ირმა ყ.-მ, ბექა შ.-მ და ნინა ჩ.-მ, განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად მოკლეს ირმა ყ.-ს დედა ლუბა ყ. და დანაშაულის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის სხეული დაანაწევრეს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შესახებ, ინფორმაცია ჰქონდა საქმეზე ბრალდებულ ლუკა ჩ.-ს. რომელმაც მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სასამართლო, საქმის მასალებში მოხსენიებულ არასრულწლოვან პირთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, დახურულ სხდომაზე გაეცნო მოწმეთა ჩვენებებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენის ფაქტი.

სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული თავადაც აძლევდა რჩევებს ზემოხსენებული მკვლელობის საქმეზე უკვე მსჯავრდებულ პირებს ირმა ყ.-ს, ბექა შ.-ს და ნინა ჩ.-ს, დანაშაულის დაფარვისა და გვამის განადგურების საკითხზე. სასჯელის დანიშვნის ეტაპზე, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის ქვეშ, წარსულში განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ამდენად წინა განაჩენით მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ დაემატა ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს და განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42