ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე გორის სასამართლოში ტრაილერის და ევაკუატორის მძღოლებს კითხავენ
სამართალი - 18:40, 01 Nov, 2017     2744
ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში 2 საათზე მეტია მიმდინარეობს. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. იკითხება გიორგი ღლონტი, რომელიც ტრაილერის მძღოლია. მან სასამართლო პროცესზე თქვა, თუ როგორ გადაკეტა გზა და ვისი მოთხოვნით, ასევე სად გაჩერდა ევაკუატორი და სად იდგა ამ დროს საპატრულო პოლიციის ავტომანქანა. ღლონტმა ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც, მისი თქმით, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მას ემუქრებოდა. ბრალდების მხარეს აინტერესებდა, დარჩენილი იყო თუ არა გასასვლელი ტრაილერით გზის გადაკეტვის შემდეგ და დაინახავდა თუ არა მას გარდაცვლილი. როგორც მოწმემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ევაკუატორი ისე იდგა, რომ გასასვლელი არ ჩანდა. დღევანდელ პროცესზე ევაკუატორის მძღოლის დაკითხვაც იგეგმება.
შგახსენებთ, საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუჩერდათ, ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს ბრალი სსსკ-ის 116- ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. პარლამენტის დეპუტატის შვილი, გორთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბთან, 17 მაისს ძლიერი შეჯახებისას გარდაიცვალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42