"ქართული მარშის" წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სოროსის ფონდთან საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებენ. ისინი შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და ნიდერლანდების ქალაქ არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია თანასწორობის კამპანიის ფარგლებში ერთ-ერთ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა, თუმცა ამის შემდეგ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში მონაწილე ფეხბურთელი საკუთარ სამშობლოში გარკვეული ადამიანების მხრიდან თავად გახდა სიტყვიერი ძალადობის ადრესატი. ე.წ „ქართული მარშის“ წევრები კაშიას ქართული ტრადიციების შეურაცხყოფაში და ლგბტ პროპაგანდაში ადანაშუალებენ და მის „ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთას“ ითხოვენ, ამ მოთხოვნით მათ გუშინ ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაც გამართეს, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა, რის შედეგადაც აქციის 6 მონაწილე დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






