ადვოკატიმა ვიდეოჩანაწერები გაავრცელა.
უფლებადამცველი აცხადებს, რომ ვიდეომასალა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს ადასტურებს, რომ რაზგოევი შემთხვევის ადგილზე მხოლოდ სროლის შემდეგ მივიდა.
„იმ შემთხვევაში თუ გავიზიარებთ ბრალდების მოწმეების ჩვენებას, იური რაზგოევიშემთხვევის ადგილას უკვე აღარ უნდა ყოფილიყო, რამდენიმე წუთი როცა გავიდა. მაგრამ ჩვენ აღმოვაჩინეთ მტკიცებულება, ვიდეო ჩანაწერში 20 რიცხვი როცა იწყება, ჩანს იურა რაზგოევი კადრზე. არ არის იმ ჩაცმულობით, როგორიც აღწერა მოწმემ, არის ზუსტად იმ დროს და იმ ადგილას, როგორც აღწერეს მისმა მეგობრებმა. ანუ ეს გვაძლევს სრულ სურათს იმისას რომ იურა რაზგოევის არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ამ დაჭრაში,“-აცხადებს ადვოკატი დავით დადიანი.
იურა რაზგოევს გუშინ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასწარ პატიმრობას ადვოკატი, სავარაუდოდ დღეს გაასაჩივრებს.
მასალის გამოყენების პირობები






