დღეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ბიძინა სტურუა) ლანჩხუთში დაკავებულ ყაზახეთის მოქალაქეს, ერჟან არჟანოვს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
უცხო ქვეყნის მოქალაქე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დააკავეს. სატვირთო ავტომანქანის მძღოს ბრალად 5 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ერთის ნაკლებად მძიმე დაზიანება ედებოდა (სსკ 276-ე მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილი).
დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა საბოლოო სიტყვის თქმისგან თავი შეიკავა.
მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათთან სატვირთო ავტომანქანას მისაბმელი მოსძვრა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომანქანის 5 მგზავრი დაიღუპა. ამავე ავტომანქანის 1 მგზავრი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხუთივე გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






