მოსამართლემ სამივე პირს მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა დაკავებულების მშობლებისთვის, რომლებიც სამართალდამცავებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებდნენ და პოლიციელთა მიმართ საჩივრის შეტანა გადაიფიქრეს.
მამა-შვილი ხაჩიაშვილები და თორნიკე ქალდანი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
გუშინ ვანო ხაჩიაშვილის დედამ, ნათია ხაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაკავების ვიდეო-კადრები განათავსა, სადაც ჩანს თუ როგორ ცდილობენ პოლიციელები დაკავებულთა ავტომობილებამდე მიყვანას. მეტიც ქალბატონი პოლიციის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც საუბრობდა.
ნათია ხაჩეიშვილი სასამართლო პროცესის დაწყებამდე ირწმუნებოდა, რომ შვილის დაკავებას ერთ-ერთმა სანართალდამცავმა სახეში ხელი გაარტყა.
სამართალდამცავებს ძალის გადამეტებაში თორნიკე ქალდანის მამა, ზაურ ქალდანიც ადანაშაულებდა.
ზაურ ქალდანი სამართალდამცავების წინააღმდეგ პროკურატურაშიც აპირებდა ჩივილს, თუმცა, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, მედიას განუცხადა, რომ საჩივრის შეტანას აღარ აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები






