საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული სამი პოლიციელის პროცესი მიმდინარეობს ,გორის რაიონულ სასამართლოში.
ბრალდებული პოლიციელებიდან ბრალს არცერთი მათგანი არ აღიარებს.
“ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ბრალდებულების ერთ-ერთი ადვოკატის, ნოდარ ცინცაძის თქმით, პოლიციელები - გიორგი სადაღაშვილი და ზურა რუსიშვილი ასრულებდნენ დავალებას, რომელიც ათმეთაურ ნუკრი ხაბელაშვილისგან მიიღეს და მათ მიმართ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა იგეგმება. ადვოკატი ცინცაძე ფიქრობს, რომ ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები კიდევ უფრო გაამყარებს დაცვის მხარის პოზიციას. საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუჩერდათ, ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს ბრალი სსსკ-ის 116- ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. პარლამენტის დეპუტატის შვილი, გორთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბთან, 17 მაისს ძლიერი შეჯახებისას გარდაიცვალა.
ამასთან, ბრალდებული ერთ-ერთი პოლიციელის ადვოკატმა გუშინ ტელეკომპანია პირველის ეთერში სკანდალურ განცხადება გააკეთა. უფლებადამცველი თამარ აბესაძე ამბობს, რომ გარდაცვლილი ბექა ხახუბია შემთხვევამდე დაკავებული იყო და წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დეპუტატი მამის თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. პარალელურად ბექა ხახუბიას გარადაცვალების საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოში დღეს მოწმეებს დაკითხავენ.
მასალის გამოყენების პირობები






