"ამბობდა დამანებეთ თავი, ცუდად ვარო, თუმცა პოლიციამ ხელები შეუკრა და ცხვირ-პირით დააგდო ძირს" - თვითმხილველები ნუცუბიძეზე მომხდარი შემთხვევის დეტალებს ჰყვებიან
სამართალი - 10:00, 26 Oct, 2017     21305
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი ახალგაზრდას სიკვდილში თვითმხილველები სამართალდამცველებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, დაკავების ოპოერაციისას პოლიციამ ძალას გადაამეტა.

თვითმხილველთა განცხადებით, 33 წლის პაატა პავლიაშვილმა დაკავებისას თავი შეუძლოდ იგრძნო და წაიქცა, თუმცა პოლიციელებს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, შემთხვევა კი ფატალურად დასრულდა.

გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, რომ პავლიაშვილს ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ კონფლიქტთან კავშირში არ ქონია, ის უბრალოდ ფაქტს შეესწრო და მეგობრის დაკავებას ეწინააღმდეგებოდა.

„მეზიბლები შეკამათდნენ, პატაა ფაქტს შეესწრო. რა დროსაც შეიგინა, სამართალდამცავებმა ხელები გადაუგრიხეს, ბორკილები დაადეს, ამ დროს ჩაკეცილა“ - აცხადებს გარდაცვლილის დეიდა ლია მხეიძე.

თვითმხილველთა განცხადებით, 33 წლის ახალგარდის შეუძლოდ გახდომის მიუხედავად პოლიციამ „ხელები შეუკრა და ცხვირ-პირით დააგდო ძირს“.

ტრაგიკული შემთხვევას შეესწრო ქეთევან თოდრია, რომელიც ისხსენებს, რომ გარდაცვლილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„პატრული ეჯაჯგურებოდა ხელზე, გადაუგრიხეს ხელები. ერთი ამ საცოდავმა თქვა, დამანებეთ თავი, ცუდად ვარო და ვინც გვერდზე ახლდა ბიჭები, ისინიც სთხოვდნენ - დაანებეთ თავი, ცუდად არის კაცი, ხომ ხედავთო. ზედმეტი მოუვიდათ, ძალას გადაამეტეს. ამ ძიძგილაობაში ბორკილების დადება უნდოდათ. ამ კაცმა ზოგადად შეიგინა, არ მიუყენებია შეურაცხყოფა არც პატრულისთვის და არც არავისთვის. ჩვენც ზემოდან ვუყვიროდით პოლიციას, დაანებეთ თავი, ხომ ხედავთ, ცუდად არის, სად მიათრევთ, სასწრაფო გამოიძახეთ უმჯობესიაო. გული გაუსკდა ალბათ.

პატრულის ერთმა თანამშრომელმა გამოიყვანა აქეთ ეს ბიჭ - წაიყვანეთო, მაგრამ მეორემ არ დათმო, ის ადებდა ბორკილებს. სად გაქრა ეს პატრული", - აცხადებს ფაქტის თვითმხილველი ქეთევან თოდრია.

პაატა პავლიაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურა გამოძიებას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით შესაძლო მოსპობის მუხლით აწარმოებს.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, მღებრიშვილის უწყებამ გუშინვე გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც მათივე ინფორმაციით, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებულ დეტალებზე ინციდენტის მონაწილე ნოდარ შანიძე საუბრობს.

შანიძე ამბობს, რომ გარდაცვლილი ხშირად სვამდა და იღებდა ფსიქოტროპულ წამლებს, რამაც შესაძლოა იმ მომენტში მისი გარდაცვალების მიზეზი გამხდარიყო.

ნოდარ შანიძის თქმით, მასსა და გარდაცვლილის მეგობარს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც ადგილზე საპატრული პოლიცია გამოიძახა. შანიძე აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ამჟამად გარდაცვლილი პირის გაღიზიანება გამოიწვია, რომელიც მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
"პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირი, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა”, ამბობენ შინაგან სამეთა სამინისტროში.

დაკავებისას მოქალაქის დაღუპვის საქმეზე პოლიციის შესაძლო გადაცდომას სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42