ადვოკატის ცემის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს სასამართლომ 10 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
სამართალი - 13:46, 23 Oct, 2017     1860

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა პოლიციის უფროსის ლაშა კ.ს მიერ, ადვოკატ გიორგი მ.ს მიმართ, ძალადობის გამოყენების ფაქტზე, რა დროსაც ადვოკატმა მიღო სხეულის დაზიანება.

ლაშა კ.ს ბრალი ედებოდა მასში, რომ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

საქმის მასალების თანახმად, 2015 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსს ლაშა კ.-ს შეკამათება მოუვიდა, იმავე განყოფილებაში მისულ ადვოკატ გიორგი მ.-სთან, მისი დაცვის ქვეშ მყოფი - არასრულწლოვნის მიერ დუმილის უფლების გამოყენების გამო. ლაშა კ.-მ ძალადობით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გიორგი მდინარაძეს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი. მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად ვერ ცნო ლაშა კ.-ს ბრალდება, მასში რომ მან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩაიდინა ძალადობით. შესაბამისად სასამართლომ ბრალდებულის ქმედება გადააკვალიფიცირა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე. ბრალდებულის პიროვნების და ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, ლაშა კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა -
12 000 ლარი განესაზღვრა, რაც ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 10 000 ლარის ოდენობით"- აცხადებენ საქალაქო სასამართლოში.

2016 წლის 8 ნოემბერს ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განაცხადა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მას ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში ლაშა კვირკვაიამ მიაყენა.

კვირკვაიას ჯერ უფლებამოსილება შეუჩერდა, მოგვიანებით კი, პროკურატურაში დაწყებული გამოძიების საფუძველზე, პოლიციის მაღალჩინოსანი დააკავეს.

ლაშა კვირკვაიას მტკიცებით, ადვოკატმა პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებისას კი თვითდაზიანებები მიიყენა.


ბრალდებული, დაკავების შემდეგ, შეუძლოდ გახდა და მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდეს. რამდენიმე კვირაში კი, პირველ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა დააყენა და კვირკვაია 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42