"სამართალდამცველთა კოპირებული ჩვენებები და შეცვლილი პოლიცია"- რას ამბობენ ენმ-ს აქციაზე დაკავებულები
სამართალი - 12:23, 17 Oct, 2017     2892
თბილისის მერიასთან აქციის დროს დაკავებულების ადვოკატი გოგა ონიანი ამბობს, რომ პოლიციელთა ჩვენებები, რომელიც ბრალდების მხარის მიერ იქნა წარდგენილი სასამართლო სხდომაზე, კოპირებულია, რის გამოც დაცვის მხარემ პოლიციელთა დაკითხვა მოითხოვა.

„ახსნა-განმარტება ჰქონდათ ჩამორთმეული დაახლოებით 20 პოლიციელს და ყველა ახსნა-განმარტებაში ეწერა, რომ აღნიშნული მოქალაქეები მოქმედებდნენ ქაოსურად და ორგანიზებულად. ეს ფრაზა იყო ოცივე ახსნა განმარტებაში. შესაბამისად, ჩვენ მოსამართლეს ვუთხარით, რომ ეს იყო კოპირებული ახსნა-განმარტებები, არ იყო ეს რეალური ახსნა-განმარტებები და მოვითხოვეთ ყველა ამ პოლიციელის დაკითხვა სასამართლოზე, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა,“ - განაცხადა ადვოკატმა გოგა ონიანმა.

ერთ-ერთი დაკავებული გიორგი რუხაია აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ მისი დამკავებელი პოლიციელი შეცვალა.

„დაკავების ფაქტები არსებობს, მე მანქანაში როგორ მსვამენ. ეს ჩვეულებრივად ტელევიზიითაც გაშუქდა, მაგრამ მას შემდეგ რა ჩაიდინეს ჩემს მიმართ პოლიციელებმა, იმაზე არავინ არ ლაპარაკობს იმიტომ, რომ ის პოლიციელი გადამალეს. ჩემს დამკავებლად ხან ერთის გაფორმება უნდოდათ ხან მეორის და ისიც არ ვიცი, ვინ არის ჩემს დამკავებლად გაფორმებული დღეს,“ - აცხადებს თბილისის მერიასთან აქციის დროს დაკავებული გიორგი რუხაია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები 2 ოქტომბერს თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42