„გორგიას“ მფლობელის გატაცების მცდელობისთვის დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
სამართალი - 20:04, 13 Oct, 2017     2249

შპს „გორგიას“ დამფუძნებლის მძევლად ხელში ჩაგდებისა და მისგან დიდი ოდენობით თანხის მოთხოვნის მომზადებაში ბრალდებულ 4 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა:

„ვ.ვ.-ს, გ.დ.-ს, რ. მ.-ს, და დ.ფ.-ს ბრალად ედებათ ანგარებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება, იმ მიზნით რომ, მძევლის გათავისუფლების მოთხოვნით აიძულონ პირი შეასრულოს მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ. ასევე, ბრალდებულებს რ.მ.-სა და დ.ფ.-ს ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა შპს „გორგიას“ დამფუძნებლისაგან რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნის მიზნით, მის მეზობლად იქირავეს საცხოვრებელი ფართი, საიდანაც უთვალთვალებდნენ გია გ.-ს და სწავლობდნენ მისი გადაადგილების გრაფიკს. ასევე, აკვირდებოდნენ მის ოჯახის წევრებს და ელოდებოდნენ ხელსაყრელ შემთხვევას დანაშაულებრივი ქმედების განსახორციელებლად. ბრალდებულები ამუშავებდნენ დანაშაულებრივი ქმედების სისრულეში მოსაყვანად გეგმას და გია გ.-ს მძევლად ხელში ჩაგდების შემდეგ, მისგან რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნის მეთოდებს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, ელექტროშოკი, პირბადეები, ე.წ „პარიკი“ და ერთმანეთთან დასაკავშირებლად, მობილური ტელეფონები. 2017 წლის 12 ოქტომბერს, სამართალდამცველებმა აღკვეთეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს დანაშაულის ჩასადენად შერჩეულ ბინაში, საიდანაც ამოღებულია დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთები.

სასამართლომ, შუამდგომლობის განხილვისას, მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. კერძოდ, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განზრახი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, ბრალდებულთა მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 29 ნოემბერს 12:00 საათზე გაიმართება“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42