ბიზნეს წილები და თაღლითური სქემა - რა კავშირი აქვს ნანა ყეინიშვილს „გორგიას“ მფლობელთან, რომლის გატაცებაც იგეგმებოდა
სამართალი - 17:40, 13 Oct, 2017     10576
"გორგიას" დირექტორის, გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლის ნინო დარსელიას ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ მის კლიენტს ნამდვილად აქვს კონფლიქტი ბიზნესმენ გორგოშაძესთან, რადგან ყოფილ მეუღლეებს შორის ქონებრივი დავა 3 წელის მიმდინარეობს.

ადვოკატი სამქესან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ „პასუხისგებაში არის მისაცემი გია გორგოშაძე და ნანა ყეინიშვილი".

“ვვარაუდობთ, რომ სწორედ გია გორგოშაძის მითითებით შეიძლება ყოფილიყო ნინო დარსალიას მიმართ პოლიციის მხრიდან გამოჩენილი ინტერესი. სხვა ლოგიკა არ ჯდება, რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა ნინო დარსალიას გორგოშაძის წინააღმდეგ, რაღაცა სხვა ქმედებაში. ნინო დარსალიას ნამდვილად აქვს კონფლიქტი გია გორგოშაძესთან, დაწყებულია გამოძიება, წლების განმავლობაში მიმდინარეობს ეს გამოძიება. რამდენიმე ტომია შექმნილი ამ საქმეზე და სავარაუდოდ, პასუხისგებაში არის ამ საქმესთან დაკავშირებით გია გოგროგაშძე და ნანა ყეინიშვილი მისაცემი,“ - განაცხადა ნინო დარსალიას ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ.

მისი თქმით, განქორწინების შემდეგ გია გორგოშაძემ ყოფილ მეუღლეს გარკვეული რაოდენობის თანხა გამოართვა და უთხრა, რომ თანხას ოქროს ბიზნესში დააბანდებდა.

„ნინო დარსალია ყოფილ მეუღლეს მის წინააღმდეგ ჩადენილ ქონებრივი თაღლითობის გამო ედავება. ამ საქმეში ფიგურირებს ნანა ყეინიშვიული, გორგოშაძის სასარგებლოდ. როცა ქალბატონი ნინო და ბატონი გორგოშაძე განქორწინდნენ, იყო გარკვეული ქონება, ბიზნესის სახით, რაც ნინო დარსალიას ეკუთვნოდა, რომელიც თაღლითურად აღარ გადასცა გორგოშაძემ. ამის პარალელურად, გია გორგოშაძემ დარსალიას კუთვნილი ფული, საკმაოდ სოლიდური თანხა გამოართვა და მისცა ნანა ყეინიშვილს, რომელიც იმ პერიოდში საქართველოში წითელი ჯვრის ხელმძღვანელი იყო. გორგოშაძე აცხადებდა რომ ეს თანხა ოქროს ბიზნესში უნდა ჩაედო ყეინიშვილს. არც ოქროს ბიზნესი არსებობს. ამის წერილობითი მტკიცებულები არსებობს. გორგოშაძე ამბობს, რომ ყეინიშვილს მისცა, ყეინიშვილი კი ამბობს, რომ მომცა და უკან დაუბრუნეო, თუ საერთოდ არ მოუციაო“- განაცხადა "ნიუპოსტთან" ადვოკატმა.

რაც შეეხება უშუალოდ ჰიპერმარკეტ ”გორგიას” დირექტორის გია გორგოშაძის გატაცების მცდელობას.

დაკავებულ ოთხივე პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ვასილი ვასილიადი, გურამ დგებუაძე, მენთეშაშვილი და ფოცხიშვილი ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.

ბიზნესმენის ყოფილი მეუღლე ნინო დარსალია მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ცნობილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლის სახლშიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42