იქნებ ირაკლი მამალაძეს ჩაუვარდა ეს ყველაფერი ხელში - რამიშვილი "ციანიდის საქმის" სასამართლო ჩანაწერებზე
სამართალი - 14:50, 12 Oct, 2017     3303
"ის რაც პროკურატურას აინტერესებს, თუ საიდან გასაჯაროვდა სასამართლო პროცესების ამსახველი მასალები, ადვოკატებმა არ იციან" - ამის შესახებ „ნიუპოსტს“ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ დახურულ სასამართლო პროცესს, ადვოკატების გარდა კიდევ სხვა არაერთი ადამიანი ესწრებოდა.

„არსებობს მოსამართლე, მდივანი, ტექნიკური სამსახური, რომელიც ახორციელებს სასამართლო პროცესების დროს მოწმეების დაკითხვის ჩაწერას, ასევე არსებობს პროკურატურა და ძალიან ბევრი დაინტერესებული პირი. ჩემდა გასაკვირად მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე წინასწარ აჟღერებდა თუ რა მოქმედებები მიმდინარეობდა პროკურატურაში, რა საქმეზე რა გამოძიება მიდიოდა. უკეთესი იქნება ირაკლი მამალაძეც დაკითხონ, იქნებ ირაკლის ჩაუვარდა ეს ყვეალფერი ხელში”- განაცხადა რამიშვილმა.

კითხვაზე რამდენად შესაძლებელია ჩანაწერები პროკურატურის წარმომადგენელთა მხრიდან იყოს გადაცემული ჟურნალისტებისთვის, ადვოკატმა განაცხადა, რომ თეორიულად „ყველაფერი შესაძლებელია“.

„ბრალს ვერავის დავდებ, გინდა თუ არა იმან მიაწოდათქო, შეუძლებელი არაფერია. შემიძლია ერთადერთი ვთქვა, სასამართლოს იცით რა შეიძლება შემოუტრიალდეს? - ჩვენებები, რომელიც აბსოლუტურად სხვა რეალობაა, მის საფუძველზე მოსამართლეს გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა. ეს შემოუბრუნდება მოსამართლეს“- განმარტა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურამ შესაძლოა სასამართლოს მიმართოს და უფლებადამცველების დაკითხვა მოითხოვოს, თუმცა ისინი ჩვენებას არ მისცემენ.

„მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვა არ ნიშნავს იმას, რომ იქ ჩვენება უნდა მისცეს ვინმემ. ჩვეულებრივად როგორც ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ პროკურორის წინაშე, აქაც დავაფიქსირებთ და ჩვენებას არ მივცემთ“- აღნიშნა რამიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42