როგორც "ნიუპოსტს" რამიშვილმა განუცხადა, სურვილის შემთხვევაში დეკანოზის ადვოკატები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდებიან და ინფორმაციას მიაწვდიან.
"ეს ძალიან დიდ პოზიტივად მიმაჩნია თუ ეს გადაწყვეტილება მიიღო წმინდა სინოდმა, რომ შეიქმნება კომისია და მამა გიორგის შესახებ ინფორმაციას შეისწავლის. არ ვიცი, რა ფორმატში მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ თუ საჭიროება იქნება მათთვის, როგორც პროკურატურასთან ჰქონდათ კომუნიკაცია თავის დროზე, ჩვენ ადვოკატები დიდი სიამოვნებით მოვახსენებთ ჩვენს პოზიციას, რაც რეალობაა. ჩვენ ვიცავთ სამართალს და სიმართლეს. საეკლესიო კანონით იქნება თუ სხვა არ ვიცი, მაგრამ მამა გიორგის საქმიანობა გარკვეულ წილად დღეს არსებულ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული - დღეს უდანაშაულო სასულიერო პირი: მამა გიორგი არის მსჯავრდებული"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მისი თქმით, საპატრიარქოს გადაწყვეტილებას უფლებადამცველები მამა გიორგი მამალაძეს ხვალ გააცნობენ და შესაბამისად დეკანოზის პოზიციაც მას შემდეგ გაირკვევა.
მასალის გამოყენების პირობები






