შსს-მ ხაშურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
სამართალი - 21:20, 07 Oct, 2017     3248

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისა და მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ზ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მან თანამზრახველ, 1973 წელს დაბადებულ ა.ღ.-სთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით ხაშურში მცხოვრები, 1978 წელს დაბადებული დ.მ. დააყაჩაღა. ბრალდებულებმა დაზარალებულისგან 400 აშშ დოლარის ოდენობის თანხა წაიღეს.

დაკავებისას გ.ზ.-მ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. იგი გაქცევას შეეცადა, რა დროსაც მან შსს-ს ხაშურის რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს თავის არეში დაზიანება მიაყენა. ამ დროისთვის, პოლიციელი სამედიცინო შემოწმებას გადის.

სამართალდამცველებმა, გ.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას დაუდგენელი წარმომავლობის ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების მსგავსი მცენარეული მასა ამოიღეს.

რაც შეეხება ბრალდებულის სახის არეში არსებულ დაზიანებებს, ფაქტზე დაინიშნება ექსპერტიზა.

ამ ეტაპზე, მეორე ბრალდებული, 1973 წელს დაბადებული ა.ღ. მიმალვაში იმყოფება და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისა და მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42