ე.წ. ციანიდის საქმე - დაკავებული დეკანოზის ადვოკატი გიორგი ფანცულაია, რომელიც დღეს დაკითხვაზეა დაბარებული, პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს. მისი თქმით სსკ-ის 374-ე მუხლით დაწყებული გამოძიება აბსურდულია:
„არ ვაპირებ მათთვის ჩვენების მიცემას. ეს არ არის რეალური გამოძიება. ეს არის დადგმული სპექტაკლი, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული ჯარჯი წიკლაური, დაკითხული უნდა იყოს და გამოძიება უნდა იყოს დაწყებული ყველა პროკურორის, გამომძიებლების წინააღმდეგ, ვისაც საქმის მასალები მოეპოვება, ბესიკ ბუგიანიშვილის წინააღმდეგ, “- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
საუბარია პროკურატურის მიერ ახალი გამოძიების დაწყებაზე, რომელიც სსკ-ის 374-ე მუხლით დაიწყო და მედიის საშუალებით სასამართლო პროცესის აუდიო-ჩანაწერების გავრცელებას უკავშირდება. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში გუშინ დაკითხვაზე დაბარებული იყო ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელმაც მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვა და თბილისის მთავარი პროკურატურა მალევე დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






