მერაბ ღოღობერიძეს ხვალ ოპერაციას გაუკეთებენ - ადვოკატი
სამართალი - 18:20, 04 Oct, 2017     1051
მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი. პაატა შავაძის თქმით, ღოღობერიძესთან კომუნიკაცია ჰქონდა. მისი დაცვის ქვეშ მყოფმა უთხრა, რომ ხვალ ოპერაცია ჩაუტარდება. ქირურგიული ჩარევისთვის რომელ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ ბრალდებულს? უფლებადამცველმა არ იცის. პაატა შავაძემ იცის, რომ მერაბ ღოღობერიძე სასამართლოში ჩანიშნულ შემდეგ პროცესსაც ვერ დაესწრება.

დღეს 11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიასსასამართლო პროცესი არ შედგა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს კვლავ მოწმეები უნდა დაეკითხათ. მოსამართლე დავით მამისეიშვლის განცხადებით სასამართლოში დღეს დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც ღოღობერიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობდა და განმარტავდა, რომ აღნიშნულის გამო ის დღევანდელ პროცესზე ვერ გამოცხადდებოდა.

,,სასჯელაღსრულების დაწესებულებამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია, იმის შესახებ იქნებოდა თუ არა დღეს მერაბ ღოღობერიძის ბადრაგირება შესაძლებელი. ნამდვილად არ ველოდები მათი მხრიდან მსგავს ქმედებას. ეს ხელს შეგვიშლის მოწმეების დაკითხვასა და მტკიცებულებების გამოკვლევაში. კეთილი უნდა ინებონ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და შესაბამისი აქტი წარმოადგინონ’’ - განაცხადა დავით მამისეიშვილმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა 7 ოქტომბერს ჩაინიშნა.

წყარო ajaratv.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42