ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატი არ გამორიცხავს, მედიაში გასული აუდიოჩანაწერი საპატრიარქოდან გავრცელებულიყო
სამართალი - 12:34, 04 Oct, 2017     1799
თბილისის მთავარ პროკურატურაში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების დაკითხვა დაიწყო. უწყებამ გამოძიება „შაბათის კურიერში" გასული იმ რეპორტაჟის შემდეგ დაიწყო, რომელიც პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის სასამართლო ჩვენებას ეხებოდა.

პროკურატურა ცდილობს დაადგინოს, როგორ აღმოჩნდა მედიის ხელში ე.წ. ციანიდის საქმის საიდუმლო მასალები. თბილისის პროკურატურაში უკვე მივიდა მიხეილ რამიშვილი. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 374-ე მუხლით.

დეკანოზის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სასამართლოზე მიცემული ჩვენება, რომელიც მედიაში გავრცელდა, საპატრიარქოდან გასულიყო.

„არსებობს მრავალი გზა და წყარო გარკვეული ინფორმაციის მოსაძიებლად. არსებობს სასამართლო და პროკურატურა. ჯერ თავიანთი შიდა სამზარეულოდან დაიწყონ მოძიება და მერე გამოჩნდება ყველაფერი. ძალიან ბევრია შუამავალი იყო გამოყენებული. არ გამოვრიცხავ, რომ საპატრიარქოს გარკვეულ პირებსაც მიუწვდებოდეთ ხელი ჩანაწერებზე ეს არ არის გამორიცხული, რადგან მოგეხსენებათ, ძალიან შეხმატკბილებულად მოქმედებენ ბრალდების და გარკვეული პირები საპატრიარქოდან. არიან აგრეთვე საპატრიარქოს მეგობრები შორენა თეთრუაშვილის, რომლებიც წინასწარ ასაჯაროვებდნენ გარკვეულ მოვლენებს და ასევე ოქროს მოწმე, რომელიც მჭიდრო კავშირშია ძალოვან უწყებებთან“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა უწყებაში შესვლამდე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42