"იარაღის თავში ჩარტყმით ძირს დააგდო დიასახლისი და ხელ-ფეხი შეუკრა"- დიღომში მომხდარი ყაჩაღობის დეტალები
სამართალი - 12:30, 04 Oct, 2017     5540
დიდ დიღომში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ "ნიუპოსტს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.

საქმის მასალების თანახმად, რამდენიმე დღის წინ, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე ბრალდებულმა, სხვა პირთან ერთად, ჯგუფურად, უკანონოდშეაღწია ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში და იარაღიანი ხელის თავში ჩარტყმით ძირს დააგდოდიასახლისი და ფიზიკური ძალისა და ე.წ. ‘’წებოვანი ლენტის’’ გამოყენებით, ხელ-ფეხიშეუკრა. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ბრალდებულიდა მისი თანამზრახველი პირი, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ფულად თანხას, 2 ცალმობილურ ტელეფონსა და სხვა ნივთებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. ლაშა თ.-ს, ბრალად ედება ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით.

საქმე ეხება, რამდენიმე დღის წინ, ქ. თბილისში, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღურად თავდასხმის ფაქტს. ბრალდებულმა, სხვა პირთან ერთად, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწია ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში და იარაღიანი ხელის თავში ჩარტყმით ძირს დააგდო დიასახლისი და ფიზიკური ძალისა და ე.წ. ‘’წებოვანი ლენტის’’ გამოყენებით, ხელ-ფეხი შეუკრა. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ბრალდებული და მისი თანამზრახველი პირი, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ფულად თანხას, 2 ცალ მობილურ ტელეფონსა და სხვა ნივთებს.

სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება ძალადობრივი ხასიათის, განზრახი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ 8-დან 12 წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, გამოძიების ფარგლებში დასადგენია დანაშაულში შესაძლო თანამონაწილე პირის ადგილსამყოფელი. ამდენად, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენება.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2017 წლის 21 ნოემბერს 11 საათზე"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42