ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
სამართალი - 10:48, 29 Sep, 2017     1723
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 2 პირი პასუხისგებაში მიეცა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2017 წლის 6 სექტემბერს კომერციული მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისიანობაზე ტესტირების ჩატარებისთვის შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ დათვალიერებას დადგენილი ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით ახდენდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობის (,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი და 62-ე მუხლის მე-5 პუნქტი) თანახმად, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას ექვემდებარება ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სრული მასა 3 500 კილოგრამს აღემატება.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული ერთ-ერთი კომპანიის ტესტირების ცენტრის სერთიფიცირებული 2 ინსპექტორი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამთავრობო დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის - „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდები“ მოთხოვნების უგულებელყოფით, სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გასცეს გზისთვის ვარგისიანობის დამადასტურებელი ტესტირების ბარათები და შესაბამისი ფირნიშები, რაც აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართულობას ადასტურებდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით”- აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42