ირაკლი ფირცხალავა ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა
სამართალი - 16:39, 27 Sep, 2017     2086

ირაკლი მამალაძეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების საქმეზე ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო საქართველოს პროკურატურამ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა სსკ-ის 371-ე მუხლით, რაც მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმას გულისხმობს. აღნიშნულ თემაზე განცხადება მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა:

„საქართველოს პროკურატურამ, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის, ი.ფ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 25 ივნისს, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჟურნალისტ ი.მ.-ს განცხადება, რომლის თანახმადაც მასზე, როგორც ბრალდების მხარის მოწმეზე, მსჯავრდებული ი.ფ.-ს მხრიდან ხორციელდებოდა მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ასევე მისი დისკრედიტაცია და პატივისა და ღირსების შელახვა, რაც მიზნად ისახავდა გ.მ.-ს ბრალდების საქმეზე სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლას. ხსენებულ საქმეზე 2017 წლის 06 ივლისს, სასჯელაღსრულების მე-9 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიგეგმა ი.ფ.-ს მოწმის სახით გამოკითხვა, რა დროსაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე ი.ფ.-ს მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 06 ივლისს, გაიცა განჩინება მოწმე ი.ფ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე დაკითხვის შესახებ. ი.ფ.-მ ამჯერადაც უარი განაცხადა სასამართლოში დაკითხვის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე, რის საფუძველზეც მოსამართლის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოწმის ადგილსამყოფელის მიხედვით, კერძოდ N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში დაკითხვის შესახებ.

2017 წლის 07 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, სასამართლო შემადგენლობით გამოცხადდა N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა მოეხდინა მოწმე ი.ფ.-ს დაკითხვა, თუმცა მან კვლავ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

2017 წლის 26 ივლისს, ბრალდების მხარემ კვლავ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ი.ფ.-ს მოწმის სახით სასამართლოს წინაშე დაკითხვის თაობაზე. შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა და 2017 წლის 26 ივლისს, მოსამართლის მიერ გაცემულ იქნა განჩინება მოწმე ი.ფ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. ი.ფ.-მ მორიგ ჯერზეც უარი განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე და 2017 წლის 27 ივლისს, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოწმე ი.ფ.-ს N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში დაკითხვის შესახებ.

გადაწყვეტილების გამოტანიდან იმავე დღეს, სასამართლო შემადგენლობა გამოცხადდა N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა მომხდარიყო მოწმე ი.ფ.-ს დაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეს მოსამართლის მხრიდან არაერთხელ განემარტა ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ი.ფ.-მ კვლავ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ ი.ფ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით (მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა). წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42