სავარაუდოდ, დღეს აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს მოუსმენენ. აქციის ღამეს სწორედ კახა ბუხრაძის გადადგომა იყო ერთ-ერთი მოთხოვნა. სწორედ ამის გამო ღოღობერიძის ადვოკატი თვლის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასამართლო პროცესზე დასწრება მნიშვნელოვანია:
"არსებითად მნიშვნელოვანია მერაბ ღოღობერიზის მონაწილეობა საქმის განხილვაში. მისი არმონაწილეობა არც ირაკლი ჩხვირკიას საქმისათვის იქნება სახარბიელო. ამიტომ საზოგადოებას კიდევ ნუ გავუასკეცებთ სასამართლოს უსამართლობის შეგრძნებას. ბრალდებულმა უნდა მიღოს საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობა"- განაცხადა ღოღობერიძის ადვოკატმა პაატა შავაძემ.
ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე აპრილის თვეში დააკავეს. ბრალდების მხარე მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობას ედავება. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს. ჩხვირკია და ღოღობერიძე ბრალს და ერთმანეთთან რაიმე კავშირს არ აღიარებენ.
მასალის გამოყენების პირობები






