ხმაური ჩხვირკია-ღოღობერიძის პროცესზე - ბრალდებული დარბაზიდან გააძევეს
სამართალი - 18:54, 25 Sep, 2017     1738

მერაბ ღოღობერიძე მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა. ბრალდებულმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მას მატყუარა უწოდა. სხდომაზე ღოღობერიძეს ჯერ გაფრთხილება მისცეს, მოგვიანებით კი დარბაზი დაატოვებინეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით პირველად დაიკითხა. ლაშა გოგნიაშვილის თქმით მერაბ ღოღობერიძე მას ემუქრებოდა, თუ ხალხს გზის გადაკეტვაში ხელს შეუშლიდნენ, აგრესია მასზე წამოვიდოდა:

„პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხის რაოდენობა იზრდებოდა. ჩემი თანამშრომლები გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას ცდილობდნენ. ამის შემდეგ მოქალაქეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სამმართველოს შენობასთან გადაინაცვლეს. მერაბ ღოღობერიძე შეკრებილებს მოუწოდებდა შენობა შტურმით აეღოთ, შესულიყვნენ შენობაში და დაკავებული მოქალაქეები ძალის გამოყენებით გაეთავისუფლებინათ. მერაბი აგრესიულობით გამოირჩეოდა. მას ჩვენმა თანამშრომლებმა შენობაში შეჭრის საშუალება არ მისცეს.“ - განაცხადა სასამართლოზე გოგნიაშვილმა.

„ეს არის მატყუარა და შესაბამისად მატყუარა ადამიანებს კანონი გამოუტანს განაჩენს“- განაცხადა ღოღობერიძემ დარბაზიდან გაძევების დროს.

მოწმის ჩვენებაში არსებულ უზუსტობებს გაუსვა ხაზი, ამავე საქმეზე ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამაც:

„ყველა მანქანა დამწვარია 5-ის ნახევრამდე, უკანასკნელი მანქანა, რომელიც იწვის ჩემი ინტერვიუს ფონზეა. როგორ ახსნით ამ ფაქტს, რომ შვიდივე მანქანის დაწვის შესახებ ინფორმაცია 5-ის ნახევრამდე არის შემოსული, იმ დრომდე, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ჩემი მოწოდების შემდეგ დაიწვა. მე კი ინტერვიუ მაქვს მიცემული დაახლოებით 5-ს რომ აკლდა 10 წუთი“- განაცხადა ირაკლი ჩხვირკვიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42