"იქ ჩემი არცერთი თანამშრომელი არ იმყოფებოდა"- რას აცხადებს "26 მაისის საქმეზე" დაკავებული ლევან ქარდავა
სამართალი - 18:31, 25 Sep, 2017     2530
კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები მათ დაკავებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ, ლევან ქარდავამ და ვასილ ლილუაშვილმა ამის შესახებ „26 მაისის საქმის“ სასამართლო სხდომაზე ისაუბრეს.
საქმის არსებითი განხილვა საწყის ეტაპზეა, დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგნენ . ბრალდების მხარის თქმით ყოფილი მაღალჩინოსნების ბრძანებით 26 მაისის აქციის მონაწილეები უკანონოდ დააკავეს და მათზე ფიზიკური ზეწოლა განახორციელეს. პროკურატურა სხდომაზე 400-მდე მოწმის წარდგენას აპირებს.
ლევან ქარდავას თქმით 2011 წლის 26 მაისის აქციაზე მომიტინგეების დარბევის ბრძანებას ის არ გასცემდა და კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია:

„პირველი- ჩემი, მე-2 სამმართველოს არცერთი თანამშრომელი არ იმყოფებოდა ადგილზე, შესაბამისად მე სხვას ვერ მივცემდი მითითებას და ბრძანებას, რომ ვინმე ან დაეკავებინათ, ან ეცემათ. მეორე- არ არსებობს ამ 400 კაცში ისეთი ჩვენება, რომ ვინმე მიუთითებდეს ჩემს მიერ ნათქვამ სიტყვებზე, რომ მე ვინმეს ვავალებდი დაკავებას ან ცემას.“- განაცხადა ლევან ქარდავამ.

2011 წლის 26 მაისის საქმეზე ბრალდებულად ცნობილი არიან კუდის ყოფილი დირექტორი დათა ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლილუაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსი რევაზ შიიუკაშვილი და მეორე სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42