სტრასბურგის სასამართლომ გვანცა ყუფარაძის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა
სამართალი - 17:29, 21 Sep, 2017     5466
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1992 წელს დაბადებული გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ გვანცა ყუფარაძის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

გვანცა ყუფარაძის ადვოკატები სისხლის სამართლის პროცედურების სამართლიანობასა და პატიმრობის პირობებს ასაჩივრებდნენ. ყუფარაძე მიიჩნევდა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მის მიმართ უსამართლოდ მიმდინარეობდა. ამასთან, დაირღვა მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი). ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო ყუფარაძის უფლებები დაირღვა. სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შერჩევის შემდეგ ყუფარაძე განთავსებული იყო სრულწლოვან ქალ პატიმრებთან ერთად. მოგვიანებით კი გადაიყვანეს აღნიშნული საპყრობილის ცალკე ყოფნის საკანში ყველასაგან განცალკევებით, სადაც 5 თვე გაატარა. 5 თვის შემდეგ კი მასთან შეასახლეს კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგო. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, გვანცა ყუფარაძის უფლებები არც ამ ნაწილში დარღვეულა (კონვენციის მე-3 მუხლი).

2006 წლის ნოემბერში ყუფარაძე ერთ-ერთი თანაკლასელის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. ის ამტკიცებდა, რომ მსხვერპლი ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა დაჭრა, რომლებიც სკოლის ეზოში შევიდნენ და მის თანაკლასელს ორი დანით დაესხნენ თავს. თუმცა, თავად მსხვერპლის განცხადებით, მას თავს სწორედ ყუფარაძე დაესხა. 2007 წლის ივნისში პირველი ინსტანციის სასამართლომ ყუფარაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან - ნახევარი პირობითი მსჯავრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42