ე.წ. ციანიდის საქმე და პროკურატურის შანტაჟი - ,,საზოგადოებამ მოისმინა, რომ საქმეში მესამე პირები არ არსებობდნენ"
სამართალი - 14:24, 21 Sep, 2017     1417
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის უფლებადამცველი აცხადებს, რომ ბრალდების მხარე სასამართლო პროცესების დახურვას იმ მოტივით ითხოვდა, რომ არ სურდა საზოგადოებას მოესმინა იმ მოწმეების ჩვენებები, რომლითაც დაკავებულის უდანაშაულობა მტკიცდებოდა.

"პროკურატურა სასამართლო სხდომების დახურვას იმიტომ ითხოვდა, თითქოს საქმე მესამე პირების პირად ცხოვრებას შეეხებოდა. დღეს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა, რომ საქმეში მესამე პირები არ არსებობდნენ. ეს ადამიანები მამა გიორგის ახლობლები იყვნენ. მიზანმიმართულობა, რომ სხდომები საჯარო არ ყოფილიყო იყო ერთადერთი: საზოგადოებას ის ჩვენებები არ მოესმინა, რა ჩვენებებიც მისცეს ე.წ ბრალდების მოწმეებმა"- განაცხადა რამიშვილმა "ნიუპოსტთან".

რაც შეეხება უშუალოდ ფოტოებს, რომლითაც დეკანოზი მამალაძის მტკიცებით მას პროკურატურა აშანტაჟებდა, ადვოკატის თქმით, ყველა ეს ფოტო სოციალურ ქსელში, ფოტოზე ასახულმა პირებმა თავისი სურვილით გამოაქვეყნეს სოციალურ ქსელში.

"მაგალითად გოგონა ე.წ პენუარით სათამაშოებთან ერთად. ეს ფოტოები ამ გოგონას გამოქვეყნებული აქვს თავის სოციალურ ქსელში. დეკანოზმა ეს გოგონა გააფრთხილა როგორც მღვდელმა, რომ არ იყო სასურველი მსგავსი ფოტოების სოციალურ ქსელში არსებობა. სტიქაროსანი, რომელიც სასულიერო პირად აღიქვა ბრალდებამ, დღესაც მოდელობის საქმით არის დაკავებული და სოციალურ ქსელში დებს ფოტოებს. კიდევ ერთ ფოტოს რაც შეეხება, ის 2006 წელს მამა გიორგი მამალაძის სასულიერო პირობამდეა გადაღებული. ყველაზე კომიკური კი ის არის, რომ საქმეში უდევთ გოგონასთან გადაღებული ფოტო, რომელიც მამაოს დისშვილია"- თქვა რამიშვილმა.

ტელეკომპანია პირველი ე.წ ციანიდის საქმის ექსკლუზიურ აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს.

დეკანოზი პირადი ცხოვრების ამსახველ იმ მასალებზე საუბრობს. საუბარია 4 ფოტოზე, რომლებსაც, დეკანოზის მტკიცებით, პროკურატურა მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილსა და პატრიარქს აჩვენებდა და მისი პირადი ცხოვრების შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42