,,ორგანიზებული ოპერაცია პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ" - დეკანოზის ადვოკატი ,,ციანიდის საქმის" სკანდალზე
სამართალი - 14:23, 21 Sep, 2017     1656
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ დაკავებულ სასულიერო პირს პროკურატურაში აიძულებდნენ საქართველოს პატრიარქის მკვლელობის მომზადება ეღიარებინა. ადვოკატი გარკვეული ჯგუფის ინტერესზე მიუთითებს და ამბობს, რომ 11 თებერვალს, მაშინ, როცა დეკანოზს ბრალად პატრიარქის მდივან რეფერანტის მკვლელობის მომზადების ბრალდება ოფიციალურად ჰქონდა წაყენებული, პოლიტიკოსები მინიშნებას აკეთებდნენ, რომ "მაღალი სასულიერო პირის ლიკვიდაცია აღკვეთეს".

"ეს იყო დადგმული, კარგად ორგანიზებული ოპერაცია, განხორციელებული გარკვეული პირებისგან, რომლებსაც გარკვეული მიზანი ჰქონდა საპატრიარქოს, პატრიარქისა და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ. ადამიანი ასე მოიტაცო, აიძულო და მოსთხოვო, გინდა თუ არა პატრიარქი უნდა მოგეწამლაო... ხაზს ვუსვამ ერთ რაღაცას - ბრალი მას 11 თებერვალს წარედგინა თეთრუიაშვუილის მკვლელობის მომზადებისთვის, მთავარი პროკურორი და თანამდებობის პირები 13-14 თებერვალს გამოვიდნენ და კარგად გაიხსენეთ საზოგადოებას, რა ინფორმაცია მიაწოდეს, საუბრობდნენ მაღალი იარაქრიული სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებაზე. საუბრობდნენ, რომ ეკლესია გადაარჩინეს" - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

დეკანოზი მამალაძე პროკურატურას ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. დასკვნით სიტყვაში, რომელიც მან სასამართლოზე წარმოთქვა, მამალაძე ამბობს, რომ მისი დაკავების დღიდან საგამოძიებო უწყება მისგან პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას ითხოვდა. დაკავებული სასულიერო პირის თქმით, გამოძიება თავისუფლების სანაცვლოდ მეუფე დიმიტრის და სოსო ოხანაშვილის დასახელებას მოითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.

დეკანოზი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით აიყვანეს. პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს.

თბილისის აეროპორტში მის დაკავებას კატეგორიულად უარყოფს ბრალდებული. სასამართლოზე დეკანოზმა მამალაძემ აღნიშნა, რომ მისი დაკავება აეროპორტში არ მომხდარა.

მეტიც, მამალაძემ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ დაკავებისას მას ხან პატრიარქის მკვლელობის აღარებას, ხანაც სხვა სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობას სთხოვდნენ.

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 13 თებერვალს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა: “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა".

27 აპრილს კი საქმეზე პროკურატურამ თქვა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ გიორგი მამალაძის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. უწყების ცნობითვე, მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 სექტემბერს განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ბრალდებული გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42