პატრულ-ინსპექტორზე თავდასხმისათვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
სამართალი - 17:18, 20 Sep, 2017     1408
პატრულ-ინსპექტორზე თავდასხმისათვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - ამის შესახებ "ნიუპოსტს" საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გივი ა.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული 2017 წლის 17 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის და სახდელის სახით, სამართალდამრღვევს 5 დღე-ღამის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა. სასამართლოს სხდომის დარბაზში, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი თავს დაესხა პატრულ-ინსპექტორს. ბრალდებულმა პოლიციის ლეიტენანტს მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი. იგი, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს თანამშრომლებს და გამოხატავდა აგრესიას სამართალწარმოების პროცესში ჩართული ყველა პირის მიმართ.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები, კერძოდ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემულ საქმეზე იქნა წარმოდგენილი, სრულად აკმაყოფილებდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის გათვალისწინებულ მტკიცებულებათა სტანდარტს"- აცხადებენ სასამართლოში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 31 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42