რატომ არ გაფორმდა პირველი ლედის ძმასთან საპროცესო შეთანხმება - პროკურატურის გამარტება
სამართალი - 12:21, 20 Sep, 2017     1850
საქართველოს მთავარი პროკურატურა პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს თუ რატომ არ მოხდა მიხეილ მგალობლიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

„მიხეილ მგალობლიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი სრულად სცნო დამნაშავედ. შემდგომ აღნიშნული განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. ამჟამად მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. რაც შეეხება კითხვას თუ რატომ არ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, საქმე მდგომარეობს შემდეგში, მ. მგალობლიშვილი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ისეთი ძალადობრივი დანაშაულისთვის როგორიცაა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

გარდა აღნიშნულისა მიხეილ მგალობლიშვილი სასამართლო განხილვებისას აცხადებდა, რომ იარაღები იყო გარდაცვლილი მამის დანატოვარი და წარმოადგენდა რელიქვიას, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იგი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა “BROWNING“-ის კონსტრუქციის იარაღს ერთი მჭიდით და ერთი ვაზნით, ასევე თავის საცხოვრებელ სახლში ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ 7,65 მმ კალიბრის იარაღს -„BERETTA“. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ამოღებული იარაღები მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის, ხოლო ამოღებული ვაზნა წარმოადგენს საბრძოლო მასალას და ვარგისია გამოსაყენებლად. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე პროკურატურა ასეთ შემთხვევაში მიზანშეუწონლად მიიჩნევს ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი 2017 წლის იანვარში დააკავეს, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედებოდა. თუმცა დაკავებული აცხადებდა, რომ იარაღი რელიქვიას წარმოადგენდა და მის გარდაცვლილ მამას ეკუთვნოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42