26 წლის ზვიად ლურსმანაშვილს, რომელიც გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ. ექიმის განცხადებით მისი მდგომარეობა სტაბილურია, მისი თქმით დაშავებულს
„აღენიშნება მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები კისრის, ზურგის და დუნდულის მიდამოებში. გაუკეთდა ჭრილობების პირველადი ქირურგიული დამუშავება, რაიმე ისეთი დაზიანება, ღრუში შემავალი ჭრილობა არ აღენიშნება“- განაცხადა საავადმყოფოს წარმომადგენელმა.
ზვიად ლურსმანაშვილი ამერიკის მოქალაქეა და შემთხვევისას მეგობართან, მუსიკოს თიკო მოსემღვდლიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
მომღერალმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცა, თუმცა კამერებთან არ გამოჩენილა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა დაშავებულსაც, თუმცა დაჭრილია თუ არა თავდამსხმელი უცნობია. არ სახელდება დანაშაულის მოტივიც.
მასალის გამოყენების პირობები






