აფგან მუხთარლის ცოლის შესაძლო თვალთვალს ვიძიებთ - პროკურატურა
სამართალი - 16:04, 19 Sep, 2017     1228
აფგან მუხტარლის ოჯახმა დღეს ფოტო და ვიდეომასალას გაასაჯაროვა, სადაც, მათი თქმით, თვალთვალია ასახული. ლეილა მუსტაფაევა პრემიერ-მინისტრს და ძალოვან უწყებებს მიმართავს მომხდარზე დაჩქარდეს გამოძიება.


როგორც ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, მასალები უკვე ერთი თვეა პროკურატურას გადასცეს რეაგირება კი არ მოჰყოლია.

საგამოძიებო ორგანოში კი აღნიშნავენ, რომ ფოტო და ვიდეო მასალაში დაფიქსირებული პირების იდენტიფიცირების მიზნით ყველა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ტარდება.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, აფგან მუხთარლის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოწმე ლეილა მუსტაფაევას მიერ საგამოძიებო უწყებაში წარმოდგენილი იქნა მისი და მისი მეუღლის მიმართ სავარაუდო თვალთვალის განმახორცილებელი პირების ფოტოსურათები და ვიდეო კადრები. წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მასალაში დაფიქსირებული პირების იდენტიფიცირების მიზნით საქართველოს პროკურატურის მიერ ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით მოწმის სახით გამოკითხული იქნენ ლ. მუსტაფაევა და აფგან მუხტარლის მეგობარი დ. ა., ხსენებული პირების ფოტოები დაეგზავნა ყველა შესაბამის უწყებას და ოპერატიულ დანაყოფს, გამოძიების მიერ ამოღებული იქნა ლ. მუსტაფაევას მიერ მითითებულ პერიოდებსა და ადგილებში გარე მეთვალყურეობის კამერების ვიდეო ჩანაწერები, რომელთა დამუშავება და დეტალური შესწავლა მიმდინარეობს. გარდა ამისა, აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილია არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების, ასევე საექსპერტო კვლევების ჩატარება. მიღებული შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება ა. მუხთარლის ოჯახის წევრებს, ადვოკატებსა და საზოგადოებას”, - აცხადებენ პროკურატურაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42