სუბელიანი და ახობაძე წულუკიანის ბრძანებით 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს.
"ვკანკალებ! სიხარულისგან!!! უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის საჩივარი, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვვეტილება ძალაში შედის! ერთ თვეში კი აღსრულების პროცესი დაიწყება! მოუწევთ ჩემი და თამაზ ახობაძის აღდგენა თანამდებობებზე და აღდგენამდე დაგროვებული იძულებითი განაცდურის (თითქმის ოთხი წლის ხელფასები) ანაზღაურება.
უზომოდ ვამაყობ საკუთარი თავით და თაზოთი! უერთმანეთოდ ვერაფერს შევძლებდით! ორივე ერთნაირი რქიანები რო აღმოვჩნდით, პრინციპულები, მებრძოლები (და ცოტა ტვინიც მოვაყარეთ მარილად ამ ყველაფერს), სწორედ მაგან მიგვიყვანა ისეთ შედეგამდე, რომლისაც ჩვენ გარდა გარშემო არავის სჯეროდა"- აცხადებს სუბელიანი.
ანა სუბელიანის თქმით, ისინი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც 2013 წლის ნოემბერში დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის დავით მაისურაძის სამსახურიდან გაშვება გააპროტესტეს.
ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ 2017 წლის მარტში თეა წულუკიანს სააპელაციო სასამართლოში მოუგეს დავა.
მასალის გამოყენების პირობები






