ძებნილები პატრიარქის სახლში - "პროკურატურა ვალდებული იყო ოხანაშვილის ჩვენების შემდეგ გამოძიება დაეწყო"
სამართალი - 11:37, 18 Sep, 2017     2280
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი "ნიუპოსტთან" ადასტურებს, რომ საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა სასამართლოს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, პატრიარქის რეზიდენციაში ტერორიზმში, ადამიანის მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებული სამი პირის ყოფნისა და მათი მფარველობის შესახებ.

რამიშვილი აღნიშნავს, რომ სკანდალური განცხადების შემდეგ პროკურატურის წარმომადგენლებს რეაგირება არ ჰქონიათ, თუმცა იურისტის თქმით, სამართლებრივად შოთაძის უწყება ვალდებული იყო გამოძიება დაეწყო და ინფორმაცია გადაემოწმებინა.

დაცვის მხარის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ რეაქცია არც საქმის განმხილველ მოსამართლეს არ მოუხდენია.

"აბსოლუტურად არანაირი რეაგირება არ მოუხდენია პროკურატურის წარმომადგენელს. სოსო ოხანაშვილითვის კონკრეტულად ამ საქმის ირგვლივ ერთი კითხვაც კი არ დაუსვამთ. შეიძლება ვიზუალურად არ გამოხატო რეაქცია, მაგრამ არც მოსამართლეს მოუხდენია რეაგირება. პროკურატურას ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო გამოძიება. სისხლის სამართლის საქმე არ იღძვრება მარტო დანაშაულის წასწრების ან განცხადების დაწერის საფუძველზე. როცა სხდომას ესწრები, სადაც ადამიანი ასახელებს გარკვეულ დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობაზე, შენ როგორც პროკურორი და სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველი ვალდებული ხარ მოიკვლიო მაინც რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს"- განაცხადა "ნიუპოსტთან" მიხეილ რამიშვილმა.

მამა გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ დეკანოზი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტისა და გარკვეული ჯგუფებისთვის ხელის შემშლელი ფიგურა იყო, რასაც ადვოკატის თქმით "შეეწირა კიდეც".

"მამა გიორგი საპატრიარქოს ქონების მართვის უფროსად პატრიარქის მიერ უშუალოდ დანიშნული პირი იყო. 3-4 თვის განმავლობაში მან ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა, რომელიც მოხსენებაში ჰქონდა ასახული, პატრიარქისთვის და წმინდა სინოდისთვის უნდა მოეყოლა ყველა დარღვევის შესახებ. ხელმოწერილი მოხსენება პატრიარქისთვის უნდა გადაეცა, თუმცა დაბლოკვა მოხდა და ბოლომდე არ მიაწოდეს უწმინდესს. ეს პროცესები რა თქმა უნდა თამდევია. ქრონოლოგიურად თუ მივყვებით ვნახავთ, რომ მამა გიორგი ხელისშემშლელი იყო ყველასთვის. ეს ყველაფერი ერთმანეთთან ჯაჭვისებურადაა გადაბმული"- განმარტავს ადვოკატი.

საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა, ე.წ. ციანიდის საქმეზე ჩვენებაში სკანდალური ჩვენება მისცა. მისი თქმით, ტერორიზმში, ადამიანის მკვლელობასა და გატაცებაში ​ ძებნილებს პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი და საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძე მფარველობდნენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42