ადვოკატთა ასოციაციამ სტაჟირების პილოტური პროექტის პრეზენტაცია გამართა
სამართალი - 14:31, 15 Sep, 2017     1524
15 სექტემბერს, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში, ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის პილოტური პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება გაიხსნა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრის გიორგი ხატიძის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (EWMI/PROLoG) ხელმძღვანელის გიორგი ჩხეიძის და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის ანა ზეცის მისალმებით. დღესვე გაიმართა პირველი ლექცია - ,,ადვოკატის უნარ-ჩვევები“.

ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის პილოტური პროექტი და სასწავლო მოდულები შემუშავებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (EWMI/PROLoG) დახმარებით. სავალდებულო სტაჟირების სისტემა გულისხმობს, ადვოკატის პროფესიაში შემოსვლის მსურველის, პროფესიულ უნარ–ჩვევებში მომზადებას, სასწავლო და პრაქტიკული კურსის გავლის გზით. სავალდებულო სტაჟირების სისტემის მიზანია, პროფესიაში გაწევრიანების მსურველთა საადვოკატო საქმიანობის პრაქტიკული ცოდნის და უნარ–ჩვევების გაღრმავება.

საქართველოს კანონში „ადვოკატთა შესახებ“ შესული ცვლილებების შემთხვევაში, ადვოკატობის მსურველი ნებისმიერი პირი, ვინც წარმატებით ჩააბარებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდას და გადაწყვეტს ჩაბარებიდან 7 წლის განმავლობაში ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებას, ვალდებული იქნება გაიაროს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებლი საბჭოს მიერ დამტკიცებული, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან შემდგარი, სავალდებულო სტაჟირების 1 წლიანი პროგრამა.

USAID-ის საქართველოში საქმიანობის შესახებ: უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1.5 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია ჩადო საქართველოში. USAID-ის პროექტები მიმართულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ჩამოყალიბებას თავისუფალ და აყვავებულ დემოკრატიად და მოიცავს ინიციატივებს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და ჯანდაცვისა და განათლების გაუმჯობესებისათვის. USAID ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანას უწევს. მეტი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ გვერდს: http://georgia.usaid.gov





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42