გოგატიაშვილის შესაძლო კავშირი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან - ,,ჩემთვის უცნობია, რა ინფორმაციას ფლობს მოწმე"
სამართალი - 12:51, 15 Sep, 2017     4455
ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი "ნიუპოსტთან" ე.წ „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პოლიციის მაღალჩინოსნის ირაკლი ფირცხალავას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გოგატიშვილი ცრუ მოწმეა და მას შემხებლობა არა „კორტების საქმესთან“, არამედ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან აქვს.

მოსიაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კობა გოგატიშვილი, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში მოწმის სტატუსით არ ფიგურირებს. რაც შეეხება "კორტების სპეცოპერაციის" საქმეს, ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო ასევე სატელევიზიო მასალებით დასტურდება, რომ სპეცოპერაციის თვითმხილველი სწორედ გოგატიშვილია.

"იური ვაზაგაშვილის საქმეში, მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს. ინფორმაცია, რომ თითქოს კობა გოგატიშვილს ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან აქვს გარკვეული შემხებლობა, პირველად თქვენგან გავიგე. მსგავსი ინფორმაცია საქმის მასალებში დღემდე არ ყოფილა. ინფორმაციის ნამდვილობა ალბათ გამოძიებამ უნდა გადაამოწმოს, თუმცა ჩემი აზრით, ეს განცხადება, მოწმის ერთი საქმიდან მეორე საქმეზე გადამისამართების მცდელობაა.

აბსურდულია იმის თქმა, რომ გოგატიშვილი "კორტების სპეცოპერაციის" თვითმხილველი და მოწმე არ არის. თქვენ თუ არქივს გადახედავთ, ნახავთ რომ აღნიშნული პირი 2006 წლის 2 მაისს, სპეცოპერაციის დღეს, ფაქტის შესახებ ტელევიზიებს ინტერვიუს აძლევს და იმ ფაქტებზე ესაუბრება, რაც საკუთარი თვალით ნახა. ამიტომ მოწმის ამორიცხვა 2006 წლის ე.წ. კორტების საქმიდან უბრალოდ სხვა მიზანს ემსახურება.

2012 წლამდე არცერთ საგამოძიებო ორგანოს ეს ადამიანი, (გოგატიშვილი) არ მოუძებნია და არ დაინტერესებულა რა ინფორმაციას ფლობდა. ამ ყოველივეს თუ გავაანალიზებთ ცხადია რომ "კორტების საქმის" მოწმეა აღნიშნული პირი, რაც შეეხება უშუალოდ იური ვაზაგაშვილის საქმეს, რა ინფორმაციას ფლობს გოგატიშვილი ჩემთვის უცნობია"- გაგი მოსიაშვილი.

ცნობისთვის, სატალეფონო საუბარში რომელიც ფირცხალავას მეუღლემ ჟურნალისტებს თავად გააცნო პოიციის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართავს, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეში მთავარი მოწმის კობა გოგატიშვილის უსაფრთხოება დაიცვას, რადგან ფირცხალავას ინფორმაციით, მოწმის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42