კიევის პოლიციამ ე.წ „კანონიერი ქურდი“ გელა ჯოჯუა „გელა ტბილისკი“ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით ის რუსეთის მოქალაქეა.
კიევის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის ანდრეი კრიშჩენკოს თქმით ჯოჯუას არაერთი სერიოზული დანაშაული აქვს ჩადენილი . „კანონიერი ქურდის“წოდება მან 1996 წელს მოსკოვში მიიღო.
ბოლო წლებში „გელა ტბილისკიმ“ რამდენიმე კრიმინალური ჯგუფი შექმნა, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ქურდობითა და ავტომობილები გატაცებით.
„გელა ტბილისკი“ 2017 წლის აპრილში დააკავეს და რუსეთში დააბრუნეს, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ჯოჯუა ისევ კიევში დაბრუნდა.
ამჟამად „გელა ტბილისკი“ ჩერნიგოვსკის დროებითი დაკავების პუნქტში იმყოფება. სამარტალდამცავი ორგანო მისი უკრაინიდან გაძევებას გეგმავს.

მასალის გამოყენების პირობები






