11-12 მარტის ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიას უფლებებს სასამართლოში სახაზინო ადვოკატი დაიცავს. გადაწყვეტილება მოსამართლემ ადვოკატის მიმართვის საფუძველზე მიიღო. ადვოკატმა მოსამართლეს ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო სხდომებიდან დროებით გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ის საერთოდ საქმიდან ჩახსნა.
თავად დაკავებულმა სახაზინო ადვოკატის დანიშვნა გააპროტესტა აღსანიშნავია, რომ ჩხვირკიას კიდევ ორი ადვოკატი ჰყავს. თუკი მომდევნო სხდომებზე არც ისინი გამოცხადდებიან, მაშინ მას სახაზინო ადვოკატი დაიცავს.
დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენეს შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ. მოსამართლე დავით მამისეიშვილი შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს ხვალ გამოაცხადებს. მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია აღმკვეთის ღონისძიების პატიმრობის ნაკლებად მძიმე ფორმით შეცვლას ითხოვენ. ბრალდებულების თქმით, არ არსებობს იმის საშიშროება, რომ გამოძიებას ხელს შეუშლიან.
მასალის გამოყენების პირობები






