თაღლითობისათვის ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა
სამართალი - 20:02, 11 Sep, 2017     957
თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებულ გ. მ.-ს მიმართ და მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4 წლის და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. წარდგენილი ბრალის თანახმად, გ.მ-ს ბრალად ედებოდა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (5 ეპიზოდი). საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა ისარგებლა ხუთი სხვადასხვა პირის ნდობით და რომლებმაც მისი თხოვნით, აიღეს სესხი ბანკიდან, თითქოსდა ბრალდებულის კუთვნილი საწარმოდან მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის შესაძენად. რეალურად კი, გ. მ. მოტყუებით დაეუფლა 16 000 ლარამდე თანხას და უკრაინაში გაემგზავრა. სასამართლო განხილვა, ბრალდებულის დასწრების გარეშე მიმდინარეობდა, ვინაიდან მან თავი აარიდა სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას და არის ძებნილი. სასამართლომ, საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ბრალდებული დამნაშავედ სცნო და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ‘’ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, შეუმცირდა 1/4 ით და ბრალდებულს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42