„იყო sms-ები, იყო ზეწოლა, იყო მუქარები sms-ების სახით, რათა მე შევხევდროდი ფირცხალავას ოჯახის წევრებს. შევხვდი მე იმ ადამიანს და საუბარი დაიწყო ჩვენს შორის, შეცვალე ჩვენება, მიიღებ 30 ათას დოლარს, რომელიც მაქვს. საზღვარგარეთ გექნება უზრუნველყოფილი ცხოვრება. შეცვლი, იტყვი ამას, რომ შენ მიხვედი მოგვიანებით კორტების სპოეცოპერაციაზე. რა ჩვენებაც გაქვს სასამართლოსთვის მიცემული, ის არ არის სრული სიმართლე და არის სიმართლე ეს. იტყვი, რომ პროკურორებისგან იყო ზეწოლა და ამის გულისთვის შენ მიეცი ცრუ ჩვენება, შევდიოდით სახალხო დამცველთან და მაშინ მითხრა, გახსოვს რაც გითხარიო, აბა მომიყევიო, მეც რაც თვითონ მითხრა და მეწერა, მისთვის სასარგებლო, ის მოვუყევი მანქანაში. ამის შემდეგ შედის 10-15 წუთის შემდეგ გამოდის და შევყავარ მე, მეუბნებიან დაწერე რაც ნინომ გითხრა. მე ვუთხარი ცუდად ვარ , ხვალ დამიკავშირდით და დავწერ რაც ჩვენ ვილაპარაკეთ“ - განაცხადა კობა გოგატიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






