"მაქვს მტკიცებულებები, მოწმე პროკურატურის ზეწოლაზე საუბრობდა" - ფირცხალავას მეუღლე "კორტების საქმის" მოწმესთან კომუნიკაციას ადასტურებს
სამართალი - 15:16, 08 Sep, 2017     2074
ე.წ. კორტების საქმეზე ბარლდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ადასტურებს, რომ საქმის მოწმესთან კობა გოგატიშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა ნინო ხვიტია აღნიშნავს, რომ მოწმეს 31 აგვისტოს, გოგატიშვილის ინიციატივით შეხვდა.

„კომუნიკაციას ვადასტურებ, რა კომუნიკაციაც მქონდა დეტალურად, ვისაუბრებ გასაჯაროების პროცესში. მისი ნებაა, რა უნდა თქვას კობა გოგატიშვილმა, რომელიც არის მატყუარა, ცრუ მოწმე და დამნაშავე იმიტომ, რომ მისცა სრულიად დანაშაულებრივი და ტყუილი ჩვენება სასამართლოს. მან სასამართლოზე დაიფიცა და მისცა ტყუილი ჩვენება. იმის მერე კობა გოგატიშვილი რას იტყვის, მაგას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. იმიტომ, რომ მე მაქვს მტკიცებულებები, რომლითაც დავადასტურებ რა ტიპის შეხვედრა იყო ჩვენს შორის, ვისგან იყო ინიცირებული, რა იყო და როგორ იყო ყველაფერი,“ - განაცხადა ნინო ხვიტიამ.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ მოწმის წერილობითი განცხადების საფუძველზე, გამოძიებას აწარმოებს ჯერ კიდევ 2017 წლის 08 თებერვლიდან, თუმცა როგორც ფირცხალავას მეუღლე აცხადებს, ის ამ დრომდე არავის დაუკითხავს.

პროკურატურაში იმყოფება ე.წ. კორტების საქმეზე ბარლედბული პირების ადვოკატიც.

„როგორც მითხრეს, უკავშირდება მოწმეზე მოსყიდვას თუ ზეწოლას, რაც შეეხება თვითონ ფაქტს, მათ არ დაუსახელებიათ, მაგრამ ჩვენ გარკვეული პერიოდიდან გამომდინარე ვიცით ეს მოწმე. ეს სავარაუდოდ არის კობა გოგატიშვილი და ისიც ვიცით, რასაც უკავშირდება. ეს არის პირიქით, რეალურად ვიღაცამ მასზე განახორციელა ზეწოლა და ის ჩვენება მივიღეთ, რაც მან სასამართლოზე მისცა და როცა ამ ადამიანმა ახლა სიმართლე განაცხადა, ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი ამით გარკვეულწილად გადაფარონ,“ - აცხადებს ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი.

მთავარ საგამოძიებო ორგანოსთან იმყოფება ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული გიორგი ცააძის დის ირინა ცააძეც.

მისი თქმით, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე კობა გოგატიშვილი ირაკლი ფირცხალავას მეუღლეს დაუკავშირდა და პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა.

მისივე განცხადებით, მათ აქვთ შემდგარი საუბრის დამადასტურებელი ფაქტები, რომელსაც ხვალ გაასაჯაროებენ.

„მოვუყევით რაც მოხდა, ამის გასაჯაროება ჯერ არ გვინდოდა, მაგრამ როგორც ვატყობთ გაიგეს, გვისმენენ ისევ და დაგვასწრეს უბრალოდ. ეს ინფორმაცია გააჟღერეს წინასწარ. ერთ-ერთი მოწმე ე.წ. კორტების სპეცოპერაციის, გამოვიდა კონტაქტზე ნინოსთან და მოუყვა რაღაც რაღაცეები, რისი გასაჯაროებაც გვინდა ხვალ. ზეწოლაზე იყო საუბარი, პროკურატურა ახდენდა ზეწოლას,“ - ამბობს ირინა ცააძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42