ე.წ. კორტების საქმე - ფირცხალავას მეუღლე სკანდალური დეტალების გასაჯაროებას აანონსებს და ვაზაგაშვილის ადვოკატებს პასუხობს
სამართალი - 13:04, 08 Sep, 2017     7554
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, ნინო ხვიტია "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატებმა დღეს სპექტაკლი დადგეს.

ხვიტია ამბობს, რომ ადვოკატების განცხადების ადრესატი ის არის, თუმცა მოწმეზე ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავს.

ფირცხალავას მეუღლე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ის ე.წ. კორტების საქმეზე სკანდალური მასალების გასაჯაროებას გეგმავდა, რაც მისივე თქმით, ადვოკატებმა გაიგეს და "სპექტაკლი" დადგეს.

"ჩვენ თვითონ ვაპირებდით ძალიან სერიოზული ინფორმაციის გასაჯაროებას და ეტყობა ეს გაიგეს და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. რასაც ადვოკატები აცხადებენ ეს სრული სიცრუეა, რომელიც დანაშაულის გასამართლებას ისახავს მიზნად. ჩვენ ვაპირებდით, ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მართლმსაჯულებისთვის მიგვემართა, მე პირადად მართლმსაჯულების მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ დაცვის მხარეს თავისი მიზნები აქვს. მე მაქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომელიც ჩემი მეუღლის უდანაშაულობას ამტკიცებს "- განაცხადა ხვიტიამ.

ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ადვოკატებს მოუწოდებს დაასახელონ მოწმე, რომელმაც თითქოს მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ განაცხადა.

"მათ უჭირთ მახსენონ მე, რადგან ქალი ვარ და როგორ შეიძლება ისეთ მოწმეზე, რომელსაც ისინი არ ახსენებენ ზეწოლა მოახდინოს?! რატომ არ ასახელებენ მოწმეს. იმ მოწმეზე რომელზეც ჩვენ ამდენი ხანია გამოძიებას ვითხოვთ და რომლის წინააღმდეგ ათასი მტკიცებულება გვაქვს"- აღნიშნა ნინო ხვიტიამ.

მისი თქმით, საქმეზე სკანდალურ დეტალებს და მტკიცებულებებს უახლოეს პერიოდში წარადგენს. ხვიტიას განცხადებით, ბრალდების მხარეს ისე გაუჭირდა, რომ "ქალებზე გადავიდნენ".

"მე სხვა ვარაუდები და კითხვები მაქვს, პროვოკაციების მოლოდინი მქონდა, თუმცა ამის გარდა სხვა ბევრი ინფორმაცია მაქვს, რომელზეც აუცილებლად დავსვამ და გაეცემა პასუხი"- აღნიშნა ბრალდებულის მეუღლემ.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მთავარი მოწმე საქმეზე მსჯავრდებულის ოჯახს მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატებმა განაცხადეს.

გაგი მოსიაშვილისა და მერაბ ჩიქოვანის თქმით, მსჯავრდებულის ოჯახმა პირველ ეტაპზე მოწმეს ჩვენების შესაცვლელად თანხა შესთავაზა, უარის მიღების შემდეგ კი, სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე გადავიდა. ადვოკატები მოწმის ვინაობას არ აკონკრეტებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42