აშშ-ში დაკავებული ავთანდილ ხურციძის დედა შვილის გათავისუფლებას ელოდება - სასამართლო დღეს გაიმართება
სამართალი - 10:18, 08 Sep, 2017     4094
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სპორტსმენის დედა, შვილის გათავისუფლებას ელოდება. მაყვალა ხურციძე მის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ ის განზრახ დააკავეს.
„როცა წინა ორთაბრძოლაში ჩემპიონის ქამარი ავთომ მოიპოვა, მისმა მოწინააღმდეგემ უთხრა, დაბრუნდი შენს ქუთაისშიო. ის მილიონერია და დააჭერინა, რომ მომდევნო ორთაბრძოლა არ გამართულიყო"- ამბობს ხურციძე.

ოჯახის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი საქართველოს დროით დღეს ღამის 12:00 საათზე გაიმართება.

„ადვოკატი გაეცნო მასალებს და არაფერი არ არის. ვიდეოზე, რაზეც იყო საუბარი პროკურატურის მხრიდან, წინასწარი პატიმრობის განმავლობაში მოვიტანთ ამ ვიდეოსო და არაფერი არ არის ასეთი. დატოვეს წინასწარ პატიმრობაში იმიტომ, რომ ტელეფონზე აქვს ნალაპარაკები და ესეც უნდა შევისწავლოთო. გირაოთი უნდა გამოსულიყო, მაგრამ იქითა მხრიდან გაწელეს, არ აგზავნიდნენ მასალებს. 99% როგორც ადვოკატი ამბობს, გაათავისუფლებენ,“ - განაცხადა ხურციძის მეგობარმა, მერაბ დვალიშვილმა.

ქართველი სპორტსმენი მიმდინარე წლის ივნისში ნიუ იორკშიდააკავეს. მას ბრალად ე.წ. შულაიას კრიმინალური სინდიკატის წევრობა ედება. გამოძიების მტკიცებით, ხურციძე არაერთ მძიმე დანაშაულშია მხილებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42