რატომ გადააკვალიფიცირა მოსამართლე ბუგიანიშილმა გიორგი მამალაძის ბრალდება მოტივის ნაწილში - ამასთან დაკავშირებით პროკურორი ჯარჯი წიკლაური განმარტავს, რომ სასამრთლომ ბრალდების ორივე ნაწილში დამნაშავედ სცნო გიორგი მამალაძე, როგორც განზრახ მკვლელობის მომზადების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ნაწილში.
,,მხოლოდ მოტივის ნაწილში გადაკვალიფიცირდა და შურისძიების მოტივით ჩადენილ დანაშაულში სცნო დამნაშავედ, როცა ჩამბარდება სამოტივაციო ნაწილი და ჩავხედავთ მაშინ ვისაუბრებთ გასაჩივრებაზე. გიორგი მამალაძე გეგმავდა პატრიარქის მდივან-დეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკველობას და ეს დადასტურდა და ბრლადებული ცნობილი იქნა დამნაშავედ. გადაწყვეტილება ძალაში შედის დღეიდან“ - განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.
რას შეეხება მეორე კითხვას, თუ სად და ვისგან შეიძინა მან ციანიდი? - პროკურორი ამბობს, რომ აქ მთავარია ის, თუ რა მიზნით შეიძინა.
,,ჩვენ ამ სასამართლოს ნაწილში ვიხილავდით თუ რა მიზნით და დანიშნულებით უნდოდა მას ციანიდი, რომელზეც ჩვენ გავეცით დასაბუთებული პასუხი, რომ ეს შეიძინა ადამიანის მკვლელობის მიზნით, ეს იყო დანიშნულება. დანარჩენზე არაერთხელ გვითქვამს, რომ არსებობს შეკითხვები რომელზედაც პასუხი უნდა გაეცეს“ -აცხადებს პროკურორი.
მასალის გამოყენების პირობები






