თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მივიდნენ სასულიერო პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები.
სხდომის დაწყებამდე კომენტარები გააკეთეს საქმის პროკურორმა და დაკავებული დეკანოზის ადვოკატებმა.
პროკურორი ზვიად გუბელაძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, რადგან მისი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ანგარებით მკვლელობას გეგმავდა.
„გამოძებით დადასტურდა, რომ დაკავებული დეკანოზი აპირებდა ანგარებით მკვლელობას. ჩვენ სასამართლოს წინაშე წარვადგინეთ ყველა მტკიცებულება, რომლის საფუძელზევ ველოდებით გამატყუნებელ განაჩენს" - განაცხადა პროკურორმა.
დაცვის მხარე კი პროკურატურის მიერ წარდგენილ ყველა მტკიცებულებას აბსურდულს უწოდებს. მეტიც, დეკანოზის უფლებადამცველები ამბობენ, რომ ამ დრომდე პასუხგაუცემელია ერთერტი მთავარი კითხვა - ვისგან შეიძინა მამა გიორგიმ მომწამვლელი ნივთიერება, ციანიდი.
პროკურორის თქმით კი საკითხი , თუ ვისგან შეიძინა ციანიდი, ცალკე საქმედ არის გამოყოფილი, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და დადგენილია, ის წრე, რომლისგანაც დეკანოზს ციანიდის შეძენა შეეძლო.
აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე დღემდე ითხოვს, გასაჯაროვდეს იმ პირთა წრის ვინაობა, ვისზეც პროკურატურა საუბრობს. თუმცა, პროკურატურას აღნიშნული პირები ამ დრომდე არ დაუსახელებია.
მასალის გამოყენების პირობები






