თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი აბესაძის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება, აბესაძლე კორუფციის ბრალდებით არის დაკავებული. ბრალდების მხარე თბილისის მერიის ყოფილ მაღალ ჩინოსანს 3 000 დოლარის ოდენობის ქრთამის აღებას ედავება.
პროკურორის თქმით, ჩანაწერებში ცალსახად იკვეთება, რომ მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე მოქალაქეებისგან კონკრეტულ თანხას ითხოვს.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ცნონ დასაშვებად. მთელი რიგი მტკიცებულებებია, მათ შორის მოქალაქეთა ჩვენებები, ოთარ აბესაძის თანამშრომელთა ჩვენებები, ასევე მთავარი მტკიცებულებები, ეს არის ფარული ვიდეო აუდიო ჩანაწერები, ასევე სატელეფონო ჩანაწერები, სადაც თანხებზეა საუბარი. სწორედ ეს არის შერაცხული ბრალად. იქ დაფიქსირებულია ცალსახად, რომ ოთარ აბესაძე სთხოვს თანხას მოქალაქეებს,“ - განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






